დრეიქმა ახალი, სამტრეკიანი სტუდიური ნამუშევრით, Scary Hours 2 „ბილბორდის“ ჩარტში რეკორდი დაამყარა, მან ეს გამოქვეყნებიდან სულ რაღაც ერთ კვირაში შეძლო.
აღნიშნული შედეგით ის პირველი არტისტი გახდა, რომლის დებიუტი ცხელი ასეულის პირველ სამ პოზიციაზე ერთდროულად შედგა.
შეგხასენებთ, დრეიქმა კარიერა 2001 წელს დაიწყო. სადებიუტო ალბომი კი 2010 წელს გამოუშვა. არტისტს დღემდე 7 მილიონზე მეტი ასლი აქვს გაყიდული.