დონეცკის ოლქში, ოკუპირებულ ქალაქ მაკიივკაში ნავთობის საცავი იწვის.
ინფორმაცია და ვიდეომასალა უკრაინულ ტელეგრამ-არზებზე ვრცელდება.
როგორც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ცეცხლი უკიდია 4 ავზს, თითოეულში 5 ათასი ტონა საწვავია.
ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ – დონეცკის ოლქის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
ოკუპირებული მაკიივკასა და დონეცკის მოსახლეობას სთხოვენ, დახურონ ფანჯრები და თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან.
როგორც ცნობილია, შესაბამისი სამსახურები ტერიტორიაზე ჰაერის დაბინძურების დონის ლაბორატორიულ კვლევებს ატარებს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში