Doja Cat ახალი დისკის გამოსაშვებად ემზადება. Planet Her – ასე ჰქვია ამერიკელი მომღერლისა და რეპერის მესამე სტუდიურ ალბომს, რომელიც დღის სინათლეს ზაფხულში იხილავს.
ცნობილია, რომ მომავალ ფირფიტაზე ,,გრემის’’ სამგზის ნომინანტმა შემსრულებელმა რამდენიმე არტისტთან, მათ შორის კი ამავე პრემიაზე ცხრაჯერ წარდგენილ SZA-სთან ითანამშრომლა. ამ უკანასკნელთან მან დუეტი – Kiss Me More ჩაწერა, რომელიც კრებულის ლიდ სინგლია.
სიმღერა, რომლის რელიზი რამდენიმე საათის წინ შედგა, ინტერნეტში კლიპთან ერთად გავრცელდა, რომელშიც ,,გრეის ანატომიის” ვარსკვლავი, ალექს ლენდი მონაწილეობს.
სენსუალური ვიდეორგოლი, რომლის რეჟისორი – უორენ ფუა, სამეცნიერო ფანტასტიკის თემატიკისაა.