სოფი ლორენის ქართველი სარძლო, მარიამ შარმანაშვილი კარლო პონტისთან ერთად ჟენევაში იმყოფება.
წყვილი მალდივებიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, სადაც მათ შესანიშნავი დღეები გაატარეს. მალდივებიდან წყვილის არაერთი რომანტიკული ვიდეო ვიხილეთ.
ამჯერად, მარიამი, სოციალურ ქსელში ჟენევის ერთ-ერთი რესტორნიდან გვიზიარებს კადრებს.
როგორც ის აღნიშნავს, ქართულ რესტორანს ჟენევაშიც კი მიაგნეს.
კადრებში ჩანს, გახარებული კარლო პონტი, რომელსაც ქართული წარმოების ლიმონათისა და მინერალური წყლის ბოთლები უჭირავს.