ცნობილი ალუმინის სამაჯურები ლეგენდარული ჟან პოლ გოტიეს კოლექციაში ჯერ კიდევ 2001 წელს გაჩნდა. 2020 წლის კოლექციაში კი ამ აქსესუარმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. მიზეზი, სავარაუდოდ კარანტინი და მსოფლიო პანდემიაა, რამაც დიზაინერს მოაფიქრებინა, როგორ გამოვიყენოთ მარტივი ნივთები მოდურად.
დიზაინერმა ვიდეო „ინსტაგრამზე“ატვირთა და ონლაინ გაკვეთილი ჩაატარა. გოტიემ გვაჩვენა, როორ გამოვიყენოთ კარანტინისთვის განკუთვნილი დრო პოზიტიურად და შევქმნათ ახალი აქსესუარი. დიზაინერმა მოუწოდა ფანებს ანალოგიური სამაჯური თავადაც დაამზადონ და ფოტოები გაუგზავნონ.