ანი კავლელიშვილი „თეატრალურის კვარტეტის“ ბრწყინვალე შესრულებას გვიზიარებს.
როგორც ანი წერს, დიდი გამოწვევაა მერაბ სეფაშვილის შემდეგ შეასრულო „მწვანე რტოები“.
„ჩემი ფავორიტი სიმღერა – ახალი სიცოცხლე „მწვანე რტოები“
სრული ფურორი მოახდინა მერაბ სეფაშვილის და მამუკა ჩარკვიანის დუეტის გამოსვლამ 90-იან წლებში და დღემდე მომყვება ეს ხიბლი.
დიდი გამოწვევაა მერაბის მერე იმღერო სიმღერის ახალი ვერსია და როგორც მოსალოდნელი იყო ღირსეულად გაართვეს თავი“ – აღნიშნავს ანი კავლელიშვილი.
ცნობისთვის, 3 ნოემბერს, საქართველოს კულტურის პალატის გადაწყვეტილებით, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ „თეატრალურის კვარტეტის“ სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.
3 ნოემბერსვე, ვარსკვლავის გახსნამდე, ,,თეატრალურის კვარტეტის” 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტიც შედგა.