როგორია დათი ქოქრაშვილის ამერიკული ცხოვრება, საკითხზე დათი ოჯახთან ერთად საუბრობს.
„დათიკო არის პატარა კლოუნი.. დიდი ადამიანია, ძალიან გაიზარდა რაც ის ამბავი მოხდა, ვერ იტყვი, რომ 9 წლის ბავშვია,“ – ამბობს დათის დედა.
„ამერიკა მომწონს, მაგრამ საქართველო მირჩევნია,“ – ამბობს დათი.
„ფეხბურთზე მისვლის შემდეგ ის ხედავს სხვა ეტლით მოსარგებლე ადამიანებს და ვფიქრობ ეს კარგია, რადგან მან უნდა მიიღოს თავის თავი ამ მდგომარეობაში, ჩვენ გვინდა, რომ მან იაროს კალათბურთზეც რადგან საბოლოოდ ყავარჯნით შეძლოს გადაადგილება,“ – ამბობს დათის დედა.