საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი “ფორმულას” ეთერში საუბრისას აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება მიშას გადასარჩენად უნდა გაერთიანდეს.
“დღეს ჩვენ თუ ვერ გადავარჩინეთ მიშა, ხვალ-ზეგ საფრთხე ემუქრება საზოგადოებას, ჩვენს შვილებს. ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გავერთიანდეთ. უნდა დავანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ ველურთა ჯოგი არ ვართ. არამედ ვართ ხალხი, რომელიც ევროპულ საზოგადოებაში ყოფნას ვიმსახურებთ”, – საუბრობს დავით სააკაშვილი.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავდათ.
მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ.
ნინო ნადირაძე: „მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში არ გადაგვიყვანია, თუ დავაპირებთ, გაგაგებინებთ“