LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დევიდს იმ პერიოდში უამრავ ქალთან ჰქონდა რომანი, მან ფაქტობრივად მე შემაცდინა“ – რებეკა ლოსი დევიდ ბექჰემთან პირველ ღამეს იხსენებს და სკანდალურ განცხადებებს ავრცელებს

337
page

როგორც ცნობილია, „ნეტფლიქსმა“ „ბექჰემების“ შესახებ, 4 სერიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო. 20 წლის შემდეგ, ვიქტორიამ სწორედ აღნიშნულ ფილმში დაარღვია დუმილი და დევიდის 20 წლის წინანდელი ღალატის ფაქტი გაიხსენა. აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ, მედიის ყურადღება სწორედ ამ საკითხისკენაა მიპყრობილი. 2003 წელს, როცა დევიდი „რეალ-მადრიდში“ თამაშობდა, მედია აქტიურად წერდა მისი და მისი თანაშემწის, რებეკა ლოსის რომანის შესახებ.

„ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო“ – აცრემლებულმა ვიქტორია ბექჰემმა 20 წლიანი დუმილი დაარღვია და დევიდის ღალატზე ალაპარაკდა

„ეს დევიდი იყო ქორწინებაში და საზოგადოებამ იერიში მაინც რებეკაზე მიიტანა“ – პირველი გამოხმაურება დევიდ ბექჰემის ღალატზე

სკანდალური ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, მედია აქტიურად ადევნებდა თვალს რებეკა ლოსის სოციალურ ქსელს. ბოლოს და ბოლოს, მან დუმილი დაარღვია და „დეილი მეილის“ ინტერვიუ მისცა, სადაც დევიდის ღალატზე საუბრობს. ის აცხადებს, რომ ფეხბურთელს იმ პერიოდში უამრავ ქალთან ჰქონდა რომანი.

„ისე აეწყო ყველაფერი, თითქოს დამნაშავე მხოლოდ მე ვიყავი, არადა ყურადღება ჩემ მიმართ პირველად სწორედ დევიდმა გამოიჩინა. ის ყველაფერს აკეთებდა, რათა მე თავი განსაკუთრებულად მეგრძნო. ჩვენს პირველ ღამეს მან ფაქტობრივად მე შემაცდინა. რაღაც პერიოდი, დევიდი ერთდროულად ბევრ ქალბატონს ხვდებოდა და არაერთი რომანი ჰქონდა“, – იხსენებს რებეკა.

„ბრწყინვალედ გამოიყურები, ადამიანებმა კი ცხოვრების გაგრძელება უნდა ისწავლონ“ – რებეკა ლოსის პირველი ფოტო ბექჰემების სკანდალური რეალითი შოუს შემდეგ და უამრავი კომენტარი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები