ძიუდოში, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი გუნდური შეჯიბრებით დასრულდა, რომელშიც მონაწილე ნაკრებები ერთმანეთს ქალთა და მამაკაცთა შერეული გუნდებით დაუპირისპირდნენ.
კონკურენციაში საქართველოს ნაკრებიც ჩაება და ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა – ბრინჯაოს მედალი და პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტებმა გერმანიის ნაკრებს აჯობა, ანგარიშით 4:2.