ნიკო კვარაცხელიას დედა დედმამიშვილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ნიკო ოჯახის წევრებთან ერთად დროს ბედნიერად ატარებს.
იზა ომაძეს სურს, ისე არ წავიდეს ამ ქვეყნიდან, რომ დიდი ასოებით არ ჩაწეროს უახლოეს ისტორიაში ქვეყნის მტრად იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელმაც ნიკოს დედმამიშვილებთან ერთად ყოფნის ბედნიერება დაურღვია.
„10 აპრილი დედმამიშვილების საერთაშორისო დღე ყოფილა ♥️♥️♥️ მოგვიანებით გავიგე.
ვინც ჩვენ ეს ჰარმონია და ეს ბედნიერება დაგვირღვია, მაღალო ღმერთო ისე არ წაგვიყვანო ამ ქვეყნიდან, დიდი ასოებით არ ჩამაწერინო მისი სახელი და გვარი, უახლეს ისტორიაში, როგორც ქვეყნის მტერი 🙏🙏🙏
ეს სტივ ჯობსის ინსპირაციით მოწყობილი ავტოფარეხია, სადაც დიდი ამბები წყდებოდა 😔 პირველი სოციალური ქსელის იდეებიც აქ დაიბადა…
Coworking Spaces-ი ნიკოსგან😔♥️“, – წერს იზა ომაძე.