კიევის მერი ვიტალი კლიჩკო კიეველებს მიმართავს და ქალაქში არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს.
„დედაქალაქში კვლავ მძიმე მდგომარეობაა. დღეიდან კომენდანტის საათი 20:00 საათიდან 07:00 საათამდე ამოქმედდა; ტრანსპორტი არ იმუშავებს 19:00 საათიდან 08:00 საათამდე; მაღაზიები, აფთიაქები ღიაა 08:00 საათიდან 19:00 საათამდე; კომენდანტის საათის დროს ფეხით სიარული კატეგორიულად აკრძალულია. მანქანით მგზავრობა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სამხედრო საშვით ხვალიდან აკრძალულია ალკოჰოლის რეალიზაცია სურსათზე, მედიკამენტებზე და პირველადი საქონელზე ფასების გაზრდა მაროდიორობად ჩაითვლება“, – აცხადებს კლიჩკო.