LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დედაჩემს სულ ჰქონდა განცდა, მე არ მეფიქრა, რომ მისი ბიოლოგიური შვილი არ ვიყავი“ – ნიკოლოზ რაჭველი

1259
Untitled design (1)

მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი გადაცემას „პირველი სტუდია“ სტუმრობდა, სადაც დედასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი განცხადებით, დედასთან ასაკობრივი სხვაობა პირადად მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, თუმცა როგორც ნიკოლოზი აცხადებს, რამდენიმეჯერ შეუნიშნავს, რომ დედა აღნიშნულს განიცდიდა.

„ერთადერთი მახსოვს, დედაჩემს სულ ჰქონდა განცდა, რომ არ მეფიქრა, რომ მე არ ვარ მისი ბიოლოგიური შვილი, რომ მე შეიძლება ნაშვილები ვიყო, რადგან ასეთი ასაკობრივი სხვაობა თვალში საცემი იყო. ბებიას ეძახდნენ სკოლაში.

40 წელს იყო გადაცილებული დედაჩემი მე რომ გამაჩინა. სულ ჰქონდა ეს, რომ აი ვინმემ რამე არ უთხრას მსგავსი და ამის გამო, რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემა არ შემქმნოდა.

ეს ცოტა მერე გავაანალიზე იმიტომ, რომ მისი მოქმედებების გარკვეული რიგი, სულ ყოველთვის იყო, პრევენცია და იმის განცდა, რომ ამხელა ასაკობრივი სხვაობა ჩემთვის პრობლემური არ ყოფილიყო.

ზოგადად ამ თემას არ განვიცდიდი, ერთადერთხელ განვიცადე მწარედ, როდესაც მასწავლებელმა რაღაც დავალება მოგვცა, რომელშიც მშობლებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ეტყობა სწორედ ვერ მივუტანე დედაჩემს ამბავი და ვერ გავაგებინე ზუსტად როგორ უნდა გაეკეთებინა. ამ დავალების შესრულებისას დავუშვით შეცდომა და რომ მივიტანე სკოლაში, ცუდად მოიხსენია მასწავლებელმა დედაჩემი. მაშინ ძალიან ბევრი ვინერვიულე და სადღაც თვითონაც, რომ ეგებ მისი ასაკია მიზეზი, რომ რაღაცაში ვერ გაერკვა და ახალგაზრდა მშობლები უფრო ადვილად უღებდნენ ალღოს“, – აცხადებს ნიკოლოზ რაჭველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები