ოპოზიციონერი ლიდერის თაკო ჩარკვიანის ქალიშვილი ირმა გიგანი სოციალურ ქსელში დედამისის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თაკო როიალზე უკრავს და მღერის.
„? ჩუმად ჩაწერილი – ?
დედა-
სახლი-
ჩვენი ბებერი როიალი“, – წერს ირმა გიგანი.
ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. თავად ჩარკვიანმა კი შემდეგი სახის კომენტარი დატოვა: „ესე იგი, სახლშიც არ „მომასვენა“ ამ პაპარაცმა ჩემმა შვილმა რაა ჩამოვიდა და ყირაზე დაგვაყენა მე და მამამისი “.