LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დედა არის ის ადამიანი, რომელსაც არც ერთი ჩემი ვარჯიში არ გაუცდენია…მთავარი, რასაც მთხოვდა, იყო ზრდილობა” – თორნიკე შენგელია მშობლებზე

6354
BeFunky-collage - 2023-05-29T004318.147

საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია ნოე სულაბერიძის გადაცემის „ნოესთან” სტუმარია, სადაც ოჯახისა და მშობლებთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს.

„დედა არის ის ადამიანი, რომელსაც არც ერთი ჩემი ვარჯიში არ გაუცდენია. არ მახსოვს დღე, რომ ვარჯიშზე წავსულიყავი და დედაჩემი ჩემს გვერდით არ ყოფილიყო. მამა იმ პერიოდში თვითონაც თამაშობდა ხოლმე და ვარჯიშებზე ვერ ახერხებდა, თუმცა თამაშებზე ყოველთვის დადიოდა.

მამასთან კალათბურთის მხრივ უფრო იშვიათი ურთიერთობა მქონდა, თუმცა რჩევებს მაძლევდა, რომელიც დღესაც კარგად მახსოვს, ყოველი მისი სიტყვა. დედას ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ ზრდილობიანი და წესიერი ვყოფილიყავი.

მამა არასდროს არ ყოფილა ფიცხი და ის იყო ადამიანი, რომელთანაც მივრბოდი, როდესაც დედა ბრაზდებოდა ხოლმე”, – საუბრობს თორნიკე შენგელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები