LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დაზიანების ლიკვიდაცია შეუძლებელია.. წყალი 32 000 აბონენტს არ მიეწოდება“ – სტიქია რეგიონებში

232
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

სამეგრელოში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ გაერთიანებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა დააზიანა. წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია ქალაქ სენაკის მკვებავი ორი 300 მმ-იანი და ქალაქ ფოთის მკვებავი 700 მმ-იანი ცენტრალური მილები.

„ამ ეტაპზე, რთული რელიეფისა და წყალუხვობის გამო, დაზიანების ლიკვიდაცია შეუძლებელია. მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ვერ ხერხდება. ადიდებული მდინარე ტეხურას ფონზე, კომპანიის ტექნიკური სამსახური დაზიანების ადგილამდე მისვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

 

 

მიუხედავად ამისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელოს სერვისცენტრის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ, რათა მოსახლეობას წყალმომარაგება უმოკლეს დროში აღუდგეს. სტიქიის შედეგად, წყალმომარაგება შეეზღუდა ქ. სენაკისა და ქ. ფოთის 32 000-ზე მეტ აბონენტს.

კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

?️ სტიქია სამეგრელოში – უხვა ნალექმა აბაშის სოფელი საბოკუჩავო დატბორა

?️ სტიქია სამეგრელოში – უხვა ნალექმა აბაშის სოფელი საბოკუჩავო დატბორა #fortunage

ვიდეო: სენაკის ქრონიკა

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on სამშაბათი, 11 ივლისი, 2023

 

სტიქიაა აბაშაში. უხვა ნალექმა სოფელი საბოკუჩავო დატბორა.

კადრებს „სენაკის ქრონიკა“ ავრცელებს.

 

სტიქია რეგიონებში – ძლიერმა წვიმამ ხობში პრობლემები შექმნა

? ხობი დღეს #fortunage

სტიქია რეგიონებში – ძლიერმა წვიმამ ხობში პრობლემები შექმნა

ვიდეო: ია ჯიშკარიანი

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Tuesday, July 11, 2023

 

ძლიერმა წვიმამ  პრობლემები შექმნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც. დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, საყანე ფართობები, განვითარდა მეწყერული პროცესები; დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები, სოფლებში შიდა გზები და ელექტროგადამცემი ხაზები.

 

 

ოზურგეთის მერის მოადგილეებმა გიორგი ღურჯუმელიძემ და ნიკა ბოლქვაძემ, სტიქიის შედეგად დაზიანებული უბნები მოინახულეს და მუნიციპალურ სამსახურებს შესაბამისი დავალებები მისცეს.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ოზურგეთის მერიასთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში ჩართული იყო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები და გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მერის წარმომადგენლები სოფლებში არსებულ ვითარებას დილიდან ადგილზე ეცნობიან და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
ელექტროენერგიის მიწოდება სოფლებში ნაწილობრივ აღდგენილია.