LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დავთქვით პირობა, რომელიც დღემდე არ დაგვირღვევია.. მე და მაკა ასათიანი დღემდე ერთად დავდივართ ტაძარში და ერთი და იგივე ბარძიმით ვეზიარებით..“ – თათა ვარდანაშვილი მრავალწლიან მეგობრობაზე

333
Untitled design (4)

დიზაინერი თათა ვარდანაშვილი გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც იმ პირობაზე ისაუბრა, რომელიც მეგობარ მაკა ასათიანთან აქვს დადებული.

თათა ვარდანაშვილი აცხადებს, რომ მაკასთან მრავალწლიანი მეგობრობა და საქმე აკავშირებს.

„ჩემი და მაკას ხატვის მასწავლებელი იყო გია გოგლიძე. მე და მაკა ხატვაზე გიასთან ბავშვობიდან დავდიოდით, ვიდრე აკადემიაში ჩავაბარებდით.

მერე, როდესაც ამ გზას შევუდექით პროფესიონალურ დონეზე დავთქვით პირობა, რომ მე არასდროს ტანსაცმელს არ შევკერავდი და ის ფეხსაცმელს, ერთმანეთის მხარდამხარ.. რაღაცნაირად მოხდა ის, რომ ამ ჩვენმა ერთობამ ხელი შეუწყო და საფუძველი ჩაუყარა მომავალში საქართველოში მოდის ინდუსტრიის წინ წამოწევას, მერე ხელოვნებად ქცევას, მის პოპულარიზაციას. საბოლოო ჯამში გამოგვიჩნდნენ მიმდევრები, მიმბაძველები.. მერე ქართულ ბაზარზე თავისი სიტყვა თქვა ავთო ცქვიტინიძემ, რომელსაც აქტიურად ვედექი გვერდით.

მერე გაჩნდნენ სხვა დიზაინერები, თუმცა, ჩემი და მაკას ტანდემი დღემდე აქტუალური დარჩა იმიტომ, რომ ერსა და იმავე ტაძარში დავდივართ დღეს, ერთი და იმავე ბარძიმით ვეზიარებით და ჩვენი ადამიანური ურთიერთობა ღმერთთან სიახლოვეში.. ამ ურთიერთობას ვერაფერი წაშლის, რადგან ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. მაკა არაჩვეულებრივი ადამიანის, უანგარო, თბილი..“, – აცხადებს თათა ვარდანაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები