LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ძალადობის გამოყენებით და პარაპლანების წართმევის მუქარით პირს თანხას სძალავდნენ: შსს

173
შსს- აჭარა დაკავება

პოლიციამ აჭარაში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ე.მ-ს თანხას სძალავდნენ.

ე.მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პარაპლანების გაქირავებით კომერციულ საქმიანობას ეწეოდა, ბრალდებულებმა ძალადობის გამოყენებით, ასევე, სიცოცხლის მოსპობისა და პარაპლანების წართმევის მუქარით მას მიღებული შემოსავლის გაყოფას სთხოვდნენ.

„სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, კომპლექსური საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები ჩატარდა, რის შედეგადაც დადასტურდა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ე.მ. -ის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებები.

პოლიციამ სამივე პირი სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, აჭარაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები