LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონს აუცილებლად მიიღებს საქართველო მომავალში, შეიძლება ზუსტად იმ თაობამ…“ – დავით კაჭარავა

202
დავით კაჭარავა

„ხალხის ძალის“ დეპუტატი დავით კაჭარავა „ფორმულასთან“ ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ამ კანონს საქართველო მომავალში მიიღებს და შეიძლება, ეს ზუსტად იმ თაობამ გააკეთოს, რომელიც 7-9 მარტს აღნიშნული კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდა“.

მისივე თქმით, მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი „საქართველოს სუვერენიტეტს და თავდაცვისუნარიანობას გაზრდიდა“.

„ეს თქვენ დაარქვით რუსული კანონპროექტი. ეს იყო გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კანონი, რომელიც ჩვენ სუვერენიტეტსა და თავდაცვისუნარიანობას გაზრდიდა. ეს იყო ქართული კანონი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესში იყო. გაჩნდა საფრთხე, რომ ადამიანებს შორის მომხდარიყო დაპირისპირება და თუნდაც ერთი ახალგაზრდის საფრთხის ქვეშ დაყენება ჩვენ ინტერესს არ წარმოადგენდა. დარწმუნებული ვარ რომ ამ კანონს აუცილებლად მიიღებს საქართველო მომავალში, შეიძლება ზუსტად იმ თაობამ…ამ საკითხზე კონკრეტული პასუხია გაცემული, ამ საკითხზე ჩვენ მუშაობას აღარ ვაგრძელებთ“, – აცხადებს დავით კაჭარავა.

 

ეს იყო ქართული კანონი — დავით კაჭარავა რუსულ კანონზე

„ეს იყო ქართული კანონი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესში იყო,“ — დავით კაჭარავა რუსულ კანონზე

სიუჟეტი: bit.ly/3FzyTq3

Posted by Formula • ფორმულა on Saturday, 18 March 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები