საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, Spend 4 Seasons in Georgia- სთან ერთად, ახორციელებს პროექტს #stayhome and explore National Parks of Georgia (#დარჩისახლში და გაიცანი საქართველოს ეროვნული პარკები).
„გადავწყვიტეთ, სახლში ყოფნის ყოველდღიურობა, საქართველოს ეროვნულ პარკებში დისტანციური მოგზაურობით გაგიხალისოთ.
პირველ მოგზაურობას ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექტორი, გიორგი სულამანიძე გაუძღვება. ეს მისთვის პირველი ვიდეობლოგია. რეინჯერმა ჯონი ხარაზიშვილმა კი, ამ შემთხვევაში, ოპერატორის ფუნქცია შეითავსა.
მოვიწონოთ, გავახალისოთ და გავამხნევოთ, რათა სხვა ტერიტორიების თანამშრომლებმა უფრო მეტი მოტივაციით გვამოგზაურონ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე“, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.