LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დამოუკიდებლობის დღის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო.. ასეთი სიხარული საქართველოს დიდი ხანია არ უნახია“ – თემურ ქეცბაია

144
Untitled design

26 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა და საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

აღნიშნულს, ფეხბურთელი თემურ ქეცბაია „მთავარი არხის“ ეთერში ეხმაურება და აცხადებს, რომ გუშინ, „დამოუკიდებლობის დღის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო“.

„დიდი მადლობა ბიჭებს, რომ ჩვენი თაობის ოცნებაც შეგვისრულეს, მადლობა გუნდის ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს, ფეხბურთის ფედერაციას, რა თქმა უნდა, გულშემატკივარს, რომელიც სტადიონზე იყო მოსული და მთელ საქართველოს. ასეთი სიხარული საქართველოს დიდი ხანია არ უნახია“, – განაცხადა ქეცბაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები