LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დაბალბიუჯეტიანმა Buta Airways-მა ბათუმის მიმართულებით რეისების განხორციელება დაიწყო

63
Untitled

აზერბაიჯანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Buta Airways-მა ბაქოდან ბათუმის მიმართულებით რეისების განხორციელება დაიწყო. ავიაკომპანიამ პირველი რეისით, რომელიც დღეს შესრულდა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 100-მდე მგზავრი ჩამოიყვანა.

ცნობისთვის, პანდემიის შემდეგ ბაქო – ბათუმს შორის ეს პირველი რეისია. ფრენები ზაფხულის განმავლობაში ივნისის ბოლომდე კვირაში ორჯერ, ივლისიდან კი სამჯერ შესრულდება, რაც რეგიონში აზერბაიჯანელი ტურისტების შემოსვლას შეუწყობს ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები