POSTV-ს ეთერში ოპერატორ ლევან ცხოიძის სიმღერის სატელევიზიო დებიუტი შედგა. ლევანი პოსტალიონისა და გვიანი დილის მთავარი პროდიუსერის, თამარა მაჭავარიანის აღმოჩენაა.
მან ცნობილი სიმღერა – “ცოტა კიდევ მოითმინე გულო” შეასრულა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მსახიობმა თაკო აბაშიძემ ზურა მანჯავიძისა და ლევან ცხოიძის დუეტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ლევანი ზენიჭიერი ადამიანია.
მსახიობი თაკო აბაშიძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ზურა მანჯავიძეს პარტნიორობას უწევს ლევან ცხოიძე.
„ლევანი სულ სხვა პროფესიის ადამიანია და მღერის ისე, როგორც არავინ“, წერს მსახიობი
Posted by რადიო ”არ დაიდარდო”/ Radio “Ar Daidardo” on Tuesday, 27 June 2023