LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო:„ცოლს დავშორდი“ – თურქეთის პრეზიდენტის უხერხულმა კითხვამ ილონ მასკი დააბნია

281
ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და Space X – ის და Tesla – ს დამფუძნებლის საქმიან შეხვედრაზე, ერდოღანმა ილონ მასკს თურქეთში Tesla – ს ქარხნის აშენება შესთავაზა და მას თურქეთის ტექნოლოგიური პროგრესი გააცნო, რაზედაც მასკმა უპასუხა, რომ თურქეთში ქარხნის აშენების შესაძლებლობებს განიხილავს.

საუბრისას მოულოდნელად ერდოღანმა ილონ მასკს ჰკითხა: „სად არის შენი ცოლი?“, უხერხულ კითხვას მასკმა უპასუხა: „ცოლს დავშორდი, ახლა ის სან-ფრანცისკოშია და ბავშვზე მარტო ვზრუნავ“.

მალევე ინციდენტის ამსახველი კადრები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის და ტესლას დამფუძნებლის შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები