LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ცოცხალია, თუ მკვდარი, გაგვაგებინეთ” – რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძის დედის მიმართვა ხელისუფლებას

243
BeFunky-collage (1)

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის, მამუკა ჩხიკვაძის დედა ხელისუფლებას მიმართავს.

ის აღნიშნავს, რომ შვილის შესახებ ოჯახი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

“დაგვეხმაროს მთავრობა, ღარიბაშვილი, ქალბატონი პრეზიდენტი, რომ გამოგვაყვანინოს, ცოცხალია თუ მკვდარი გაგვაგებინონ.

არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს საერთოდ,”-აღნიშნა ჩხიკვაძის დედამ.

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის, მამუკა ჩხიკვაძის ზუსტი ადგილსამყოფელი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ უცნობია. ყოფილი ძალოვანი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 6 დღის წინ გაიტაცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები