LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ცოცხალი თავით საბარგული არ გამიხსნა…მეუბნება: ახლა ნერვები არ მომიშალო გოგო…” – რა შეემთხვა ირმა ხეცურიანს

264
BeFunky-collage - 2023-04-12T005740.471

საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრების წევრი ირმა ხეცურიანი გადაცემა „სიცრუის დეტექტორის” სტუმარია, სადაც იხსენებს ისტორიას, როდესაც ტაქსის მძღოლმა მომსახურებაზე უარი განუცხადა.

„ჭავჭავაძეზე ვართ მე და ჩემი მეგობარი და გამოძახებულ ტაქსს ველოდებით. 15 წუთში მოვიდა და კითხვა დავსვი, შეეძლო თუ არა საბარგული ეჩვენებინა. მპასუხობს: მოიცა რა დაიკო, არცერთმა რომ არ ვიწვალოთ, გეუბნები, რომ ეს ეტლი არ ჩაეტევა. ასე უეცრად გაშვება და სახეში სილა, არ არის სასიამოვნო.

ცოცხალი თავით საბარგული არ გამიხსნა და მეუბნება: დაიკო, ჩემი მანქანა მაღალი სტანდარტებისაა, შენ მაგ ეტლით მთელი ქალაქი მოიარე და ბინძურ საბურავებს ამ მანქანაში ვერ ჩავდებ. მომმართავს ფრაზით: ახლა ნერვები არ მომიშალო გოგო. თანაც მეუბნება, რომ მარშრუტის ფული უნდა გადავიხადო. მინდა მოგმართოთ და გითხრათ, რომ მსგავსი მიმართვები ჩვენზე ძალიან მოქმედებს და ფრთხილად იყავით თქვენს ქმედებებთან”, – საუბრობს ირმა ხეცურიანი.

შეგახსენებთ, რომ ირმა ხეცურიანი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია.

ირმა ხეცურიანი სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია

ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ხმლით შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოიპოვა

„აჭარაბეთის“ საპატიო ელჩი ირმა ხეცურიანი ვარშავის მსოფლიო თასის მფლობელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები