ცნობილი ენდოკრინოლოგი, ქეთი ასათიანი, როგორც აღმოჩნდა, არაჩვეულებრივად მღერის. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ის თავის ქალიშვილთან, ლიზა ჩიჩუასთან ერთად ქართულ სიმღერას ასრულებს. დედა-შვილის შესანიშნავი შესრულება მსმენელთა აღტაცებას იწვევს.
შეგახსენებთ, ლიზა ჩიჩუა ცნობილი ბიზნესმენისა და ტელეწამყვანის, ირაკლი მაქაცარიას მეორე ნახევარია.