LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ცხელი Nissan Patrol: პირველი ვიდეო და პრემიერის თარიღი

44
nissannews20

Nissan–მა ახალი ყველგანმავალის Patrol–ის პირველი ვიდეო თიზერი გაავრცელა. მოდელი მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის ბაზრისთვისაა გათვლილი და მისი პრემიერა უახლოეს დღეებში შედგება.

თიზერში კადრები ძალიან სწრაფად იცვლება, თუმცა მარტივი წარმოსადგენია თუ როგორ გამოიყურება განახლებული Patrol Nismo. ამასთან, პაპარაცებმა კამუფლაჟის გარეშე მოძრავი პროტოტიპის გადაღებაც შეძლეს. ამ დროს ავტომობილს ემირატებში ფოტოსესია ქონდა.

მოდელის ტექნიკური მახასიათებლები ჯერ–ჯერობით არ საჯაროვდება, თუმცა მოსალოდნელია რომ ძრავს დიდი ცვლილებები არ განუცდია ისევე როგორც ძველი patrol Nismo, სიახლე 5,6 ლიტრის „ატმოსფერული“ V8 აგრეგატით დაკომპლექტდება და 428 ცხენის ძალის განვითარებას შეძლებს. ასეთ ძრავს 0–დან 100 კმ–ს განვითარება 6,1 წამში შეეძლება, ჩვეულებრივ Patrol–ს კი ცოტათი უფრო მეტი დრო სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები