პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში მეუღლესთან, ჯარჯი თორაძესთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს და მას ვალენტინობას ულოცავს:
„სიყვარულის დღეს გილოცავთ! თუმცა ჩვენთვის ყველა დღე სიყვარულისაა, რომელსაც სითბოთი, ურთიერთგაგებით და პატივისცემით ვაჯერებთ.
არაფერია სიყვარულის ფასი, როცა გინდა ცხოვრების ყველა წამი შეირგო საყვარელ ადამიანთან ერთად. იბრძოლეთ თქვენი გრძნობებისთვის და ვიცხოვროთ სიყვარულზე შეყვარებულებმა“ – წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში.
„ყველა დღე სიყვარულია შენთან ერთად. მადლობა, რომ არსებობ ჩემთვის, მიყვარხარ ყველაზე მეტად. my N1“, – წერს ჯარჯი თორაძე სტატუსის კომენტარებში.