LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩვენს მუსიკოსებს სმოკინგის ნაცვლად ჯავშანჟილეტები აცვიათ “ – დიდი სიურპრიზი, ვოლოდიმირ ზელენსკი „გრემის“ დაჯილდოებაზე გამოჩნდა

10396
Untitledhg

ლას-ვეგასში „გრემის“ 64-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. მოულოდნელად, დიდ მონიტორზე ვოლოდიმირ ზელენსკი გამოჩნდა, რომელმაც მსოფლიოს მიმართა და რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა.

„მხარი დაგვიჭირეთ ნებისმიერი ფორმით, ნუ გაჩუმდებით და მაშინ მშვიდობა მოვა ჩვენს ქალაქებში“, – თქვა მან მიმართვისას.

„ყველაფერი, ოღონდ სიჩუმე არა! ჩვენს მუსიკოსებს სმოკინგის ნაცვლად ჯავშანჟილეტები აცვიათ, ისინი დაჭრილებს უმღერიან, ისინი უმღერიან მათაც, ვისაც აღარ ესმის. ომი. რა არის უფრო მეტად მუსიკის საპირისპირო? დანგრეული ქალაქებისა და მოკლული ადამიანების სიჩუმე. ჩვენი შვილები ხატავენ მფრინავ რაკეტებს და არა მოწყვეტილ ვარსკვლავებს. 400-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 153 კი გარდაიცვალა. ჩვენ ვერასდროს ვიხილავთ მათ ნახატებს. ჩვენმა ახლობლებმა არ იციან, ისევ ერთად ვიქნებით თუ არა. ომი არ გვაძლევს არჩევის საშუალებას, ვინ გადარჩება და ვინ დარჩება მარადიულ სიჩუმეში. რუსეთს სიკვდილის სიჩუმე მოაქვს. მხარი დაგვიჭირეთ ყველანაირად, ნებისმიერი გზით, მაგრამ არა დუმილით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მუსიკოსებს მოუწოდა, რომ მათ ომის შეწყვეტა მოითხოვონ.

ამის შემდეგ კი ჯონ ლეჯენდმა, რომელიც ლურჯ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, სიმღერა Free შეასრულა. სცენაზე უკრაინის დროშა აფრიალდა. საზოგადოება ემოციებს ვერ მალავდა.

მილა კუნისსა და ეშტონ კატჩერს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჰქონდათ ჩართვა – წყვილმა უკრაინისთვის 35 მილიონი დოლარი შეაგროვა 

თუ ზელენსკის ოსკარის ცერემონიაზე არ მიიწვენენ, შონი პენი თავისი ოსკარის საჯაროდ გადადნობას აპირებს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები