LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩვენი ურთიერთობა მეგობრული და ძმაკაცურია.. აბსოლუტურად ყველაფრით ვერთობით“ – როგორი მამაა თედო ბექაური

187
Untitled design (1)

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონში გამარჯვების შემდეგ, თედო ბექაურისა და მისი კადრსმიღმა ცხოვრების მიმართ საზოგადოების ინტერესი გაიზარდა.

თედო სხვადასხვა გადაცემაში ხშირად საუბრობს მეუღლესა და შვილზე, ამჯერად კი „პოსტ ალიონის“ რუბრიკაში „მამების დრო“ ჰყვება, თუ როგორი მამაა თავად.

„იმ დღიდან ახალი ცხოვრება დაიწყო, მამობამ ძალიან შემცვალა.. სულ ვცდილობ, კარგი მამა ვიყო“ – თედო ბექაური ოჯახზე

„მამა-შვილ ბექაურების ურთიერთობა ცოტა მამაშვილურია, მაგრამ უფრო მეტად მეგობრული და ძმაკაცურია. სულ სირბილი უნდა, სახლშიც სულ ვჭიდაობთ მე და დემეტრე. აბსოლუტურად ყველაფრით ვერთობით.

ძალიან ბევრი სათამაშო მანქანები ჰყავს, შეიძლება უკვე კოლექციონერიც ვუწოდოთ.. პირველი სიტყვა დედა თქვა, არ მიეჭვიანია, პირიქით, გამიხარდა.

რაც მიყვარდა დავივიწყე, ახლა მის სიყვარულზე გადავედი, მას რაც უყვარს, მეც ის მიყვარს, ბევრ რამეზე მათქმევინა უარი.

მამებისთვის მექნება რჩევა – მეტი დრო გავატაროთ შვილებთან, რადგან გაიზრდებიან და მათი პატარაობა მოგვენატრება“, – აღნიშნავს თედო ბექაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები