LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩვენი ირპენი გათავისუფლდა მოსკოვის სიბინძურისგან! დიდება უკრაინას!“ – ქალაქის მერი

630
ირპენის მერი

„ქალაქი ირპენი, რომელიც კიევთან ახლოსაა, რუსული ჯარებისგან გათავისუფლდა“, – ამის შესახებ ქალაქის მერმა ალექსანდრე მარკუშინმა Telegram-ზე განაცხადა.

მარკუშინმა Telegram არხზე ვიდეომიმართვაც გაავრცელა.

„ჩვენი ირპენი გათავისუფლდა მოსკოვის სიბინძურისგან! დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!“– ამბობს ქალაქის მერი.

ამასთან, მარკუშინმა აღნიშნა, რომ ქალაქში წმენდა მიმდინარეობს და ამიტომ ევაკუირებული მცხოვრებლების დაბრუნება სახიფათოა. მანვე დაამატა, რომ ირპენზე მტრის თავდასხმები ჯერ კიდევ შესაძლებელია და ქალაქი თავს გაბედულად დაიცავს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები