შარტავას ქუჩაზე დაშავებული დათი ქოქრაშვილის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში პერიოდულად გვიზიარებს შვილის ვიდეოებს, რომელიც დათის რეაბილიტაციის პროცესს ასახავს.
განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია რამდენიმე დღის წინ გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც ჩანს როგორ თამაშობენ ერთად ფეხბურთს უსაყვარლესი დათი და მამამისი.
სოციალურ ქსელში დათის აქტივობის შესახებ მორიგი ვიდეო ვრცელდება.
კადრებს თეა ცხადაძე გვიზიარებს წარწერით: „ამერიკაში ასე ვარჯიშობს“
„ჩვენი გმირი დათი“, „დათიკო როცა შენს ვიდეოებს ვუყურებ, ვიცი რომ არასოდეს არ უნდა დავნებდე, ისეთი დიდი მაგალითი ხარ ყველასათვის“, „რა მაგარი ბიჭი ხარ“, – წერენ კომენტარებში.
ვიდეო: „ჩემპიონი“ – როგორი მონდომებით ვარჯიშობს პატარა დათი ქოქრაშვილი