LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩვენ სამძიმრის სუფრით ვიყავით დაკავებული და ის 14 წლის გოგოს აუპატიურებდა.. მოსაკლავია!“ – არასრულწლოვნის ოჯახი სიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

1043
Untitled design

გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაუპატიურებული არასრულწლოვნის ოჯახი სიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. არასრულწლოვანის ნათესავები ამბობენ, რომ ფერმაში 45 წლამდე კაცს ბავშვი ჩააბარეს, რადგან ისინი ქელეხის სუფრას ამზადებდნენ, მან კი მოზარდზე სექსუალურად იძალადა და გაიქცა.

კახეთში 14 წლის გოგო მამიდის ქმარმა გააუპატიურა

„ჩემი სიძეა უნამუსო. მისი ცოლი, ჩემი ქალიშვილია, რომელიც 10 დღის წინ გარდაიცვალა. აზალხანი, რომელიც ახლა დაკავებულია ჩემი ვაჟია და 4 ოჯახს არჩენდა, მათ შორის ამ უნამუსო სიძეს.

ჩვენ სამძიმრის სუფრით ვიყავით დაკავებული და ის 14 წლის გოგოს აუპატიურებდა. როგორ შეიძლება ასე. ჩვენ 12 გოგო მას ვანდეთ და ეს ასე მოიქცა. მოსაკლავია! ვითხოვთ უმკაცრესად დაისაჯოს, ან ჩვენ ვიზამთ ამას“, – ამბობს არასრულწლოვანის ბებია ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და 137-ე გაუპატიურების მუხლებით დაიწყო.

 

კახეთში არასრულწლოვანი გოგო გააუპატიურეს, დაჭრილია სავარაუდო მოძალადეკახეთში დაჭრეს კაცი, რომელსაც ნათესავი ბავშვის გაუპატიურებაში სდებენ ბრალსPosted by Formula • ფორმულა on Saturday, January 20, 2024

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები