LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩვენ ერთმანეთით ვცოცხლობთ, ერთმანეთის ბედნიერება გვაბედნიერებს“ – ყველასთვის საყვარელი და-ძმის ურთიერთობის საინტერესო დეტალები და სახალისო ისტორია, რომელსაც მაგდა ჯოხაძე გვიყვება

678
fot (1)

როგორი იყო ანრი ჯოხაძის ბავშვობა და ურთიერთობა დასთან – ამის შესახებ გადაცემაში „პრაიმშოუ“ მომღერლის დამ, მაგდა ჯოხაძემ ისაუბრა და ძმასთან არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი.

ამასთან, ანრიმ და მაგდამ სახალისო მომენტებიც გაიხსენა.

მაგდა ჯოხაძე:

„როცა ვაქებ არასდროს მოსწონს ხოლმე, მაგრამ ძალიან კარგი ძმები რომ მყავს ეს ჩემი ბედნიერებაა. ოჯახში მე ყოველთვის პრივილიგებული ვიყავი, რადგან გოგო ვიყავი, მაგრამ იმდენი მორიელი მყავს სახლში და ისეთები, რომ ციანიდის შხამი შხამად აღარ მიმაჩნია..

ჩვენ ისე ვართ, რომ ერთმანეთის შესახებ ყველაფერი ვიცით. გახსნილები ვართ ერთმანეთის მიმართ და კარგად ვგრძნობ თავს, რომ ჩვენს შორის დამალული არაფერია, არც ისეთი უხერხული თემები, რასაც ვერ განვიხილავთ.

დედამ ჩადო ის, რომ ჩვენ ერთმანეთით გვესუნთქა, ჩვენ ერთმანეთით ვცხოცხლობთ, ერთმანეთის სიხარული და ბედნიერება გვაბედნიერებს..“

ანრი ჯოხაძე:

„მაგდა იმდენად პრივილეგირებული იყო, რომ ერთმანეთს სამივე და-ძმა შამფურებით დავდევდით, მაგდა ძირითადად გარბოდა.

 

 

✨ მაგდა ჯოხაძე #პრაიმშოუში

✨ ჩვენ ერთმანეთით ვცოცხლობთ, ერთმანეთის ბედნიერება გვაბედნიერებს
✨ მაგდა ჯოხაძე #პრაიმშოუში

#დედმამიშვილები
#პრაიმშოუში
#აქიმედია

Posted by პრაიმშოუ • PrimeShow on Wednesday, 12 July 2023

 

 

დღემდე დომინანტია, სახლში ვარ აბსოლუტურ უმცირესობაში, სულ მატრიარქალური ამბავია. მე ვარ სრულიად დაჩაგრული. ბავშვობაშიც ასე იყო..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები