პოეტი ტარიელ ხარხელაური გადაცემაში “ჩვენთან სახლში” საუბრობს, რომ სკოლაში კარგად ვერ სწავლობდა, თუმცა კითხვა ძალიან უყვარდა.
მისივე თქმით, ხშირად აუცილებელი არ არის 30 გვერდის წაკითხვა და ორიც სრულიად საკმარისია.
“სკოლაში კარგად ვერ ვსწავლობდი. თქვეს, ეს მაინც ვერაფერს მიაღწევს და წამიყვანეს პროფესიულ სასწავლებელში “საზეინკლოზე”. ერთი თვე ვიყავი იქ. სკოლაში მხოლოდ ფიზკულტურასა და ყოფაქცევაში მქონდა ფრიადი. მიუხედავად ამისა, კითხვა მიყვარდა და ანალიზიც შემეძლო. აუცილებელი არ არის, რომ 30 გვერდი წაიკითხო, ხშირად ორი გვერდიც საკმარისია”, – საუბრობს ტარიელ ხარხელაური.
ამავე თემაზე:
„ქედს ვუხრი კრძალვით შინდისელ ბიჭებს“ – ტარიელ ხარხელაური შინდისის გმირებს ემოციურ ლექსს უძღვნის