მუსიკოსი ნუცა ჯანელიძე გადაცემა „კულინარიულ დუელს“ სტუმრობდა, სადაც გემრიელი კერძის მომზადების პარალელურად ისაუბრა, მისთვის ძალიან ემოციურ დღესთან დაკავშირებით, როდესაც ვარსკვლავის გახსნის შემდეგ ბინა აჩუქეს.
„ჩემს ცხოვრებაში მოხდა ეგეთი სასწაული.. მე რომ ეს ამბავი მცოდნოდა, ოპერატორს ვთხოვდი, რომ დარბაზისთვის გადაეღო..
ვინც ამ ამბის მერე შეეხმიანა ყველა იმას მეუბნებოდა, შენ არ იცი, დარბაზში როგორ ტიროდა ყველაო.
მადლობელი ვარ ბატონი სოსო ტყემალაძის. ჩემს ცხოვრებაში არ გამოჩენილა ისეთი, ადამიანი, რომ ამხელა სიკეთე გაეკეთებინოს ჩემთვის..“, – აცხადებს ნუცა ჯანელიძე.