7 ივლისიდან, ყველასათვის საყვარელი სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” იწყება.
სერიალმა უკვე გამოაქვეყნა თიზერი.
ცნობილია, რომ სერიალი ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ყოველ პარასკევს და შაბათს გავა.
შეგახსენებთ, რომ სერიალს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ამიტომაც ის ეთერში ერთი წლის განმავლობაში არ გასულა.
როგორც სერიალის შემქმნელები ამბობენ, ერთწლიანი პაუზის შემდეგ ხდება ტექნიკისა და გუნდის განახლება, მათ შორის შინაარსობრივი ნაწილიც: „იმდენი სიურპრიზი გელოდებათ“, აღნიშნავს ირაკლი საღინაძე „ფორმულას დილასთან“ საუბრისას.
„ჩემი ცოლის დაქალები“ 7 ივლისიდან ეთერში ბრუნდება: „იმდენი სიურპრიზი გელოდებათ…“