სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთ ეპიზოდში, ნაფიცმა მსაჯულებმა ჯეკო გოცირიძე დამნაშავედ არ ცნეს. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მისი და პერსონაჟი ტასო ძალიან გაახარა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ტასო ჯეკოს ჩაეხუტა, რაც მაყურებელთა ნაწილისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა.
ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სერიალის პერსონაჟი „ტასო სრულად არღვევს თამაშისა და რეალობის საზღვრებს“.
მისივე თქმით, „სასამართლოს დარბაზის სკამიდან წამომხტარმა და „ძმისკენ“ გაქცეულმა ტასომ შეკრა მთელი სცენა და ამბავი“.
ვიდეო: რას ამბობს ჩცდ-ს ჯეკო გათავისუფლების შემდეგ – ანი ტყებუჩავა სახალისო კადრებს ავრცელებს
„ჩცდ-ში ტასოს როლის შემსრულებელი უბრალოდ გენიოსია. მისი ყველა მიმიკა, ემოცია, რეპლიკა ჯერ კიდევ პატარაობიდანვე, იმდენად ბუნებრივი და თავისთავადია, სრულად არღვევს თამაშისა და რეალობის საზღვრებს და ისეთ სინთეზს ქმნის, მარტო ამ ბავშვს და ახლა უკვე გოგოს რომ შეუძლია.
სასამართლოს დარბაზის სკამიდან წამომხტარმა და „ძმისკენ“ გაქცეულმა ტასომ შეკრა მთელი სცენა და ამბავი“, – წერს ნინო თარხნიშვილი.
ჩცდ-ში ტასოს როლის შემსრულებელი უბრალოდ გენიოსია. მისი ყველა მიმიკა, ემოცია, რეპლიკა ჯერ კიდევ პატარაობიდანვე, იმდენად…
Posted by Nino Tarkhnishvili on Sunday, December 24, 2023