LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ცალ ხელში შეშა მეკავა, გასახდელში „ფეჩი“ იდგა, იქ თბებოდნენ გამოცვლის დროს.. ვარჯიშის დროს ქარში, წვიმასა და თოვლში ვიდექით“ – რა პირობებში ვარჯიშობდა ბუდუ ზივზივაძე

133
ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის მშობლები იმ პერიოდს იხსენებენ, როდესაც მათი შვილი საფეხბურთო კარიერისკენ პირველ ნაბიჯებს დგამდა და ვარჯიში რთულ პირობებში უწევდა.

რატომ ბუდუ? სახელი, რომელსაც თავისი ისტორია აქვს – ინტერვიუ ცნობილი ფეხბურთელის მამასთან

„ბავშვობაში ბურთით კი არ თამაშობდნენ, ქვას აიღებდნენ და საშინელ პირობებში თამაშობდნენ, ბუდუს მამიდაშვილი ჩვენთან რომ მოვიდოდა, ბუთს რაღაც ნივთისგან აკეთებდნენ და ოთახში თამაშობდნენ.

კვირაში 3-4 დღე ვარჯიშზე დამყავდა, ხანხახან ცალ ხელში შეშა მეკავა, ცალ ხელში კი ბუდუ. მწვრთნელის ძალისხმევით, მშობლებმა ააშენეს გასახდელი, სადაც შეშის „ფეჩი“ იდგა, იქ თბებოდნენ გამოცვლის დროს.

სანამ გასახდელი აშენდებოდა, ვარჯიშის დროს გარეთ ვიდექით და ქარში, წვიმასა და თოვლში ველოდებოდი.

მისი ბავშვური ოცნებების ახდენაში ხელი არ შევუშალე, არც არასდროს მიფიქრია, რომ ასეთ პროფესიონალიზმამდე მიაღწევდა..

ბუდუს თამაშების ყურება არ შემიძლია, პირველად, უნგრეთში თამაშზე რომ ჩავაკითხე, წავედი, მაგრამ მთელი თამაში თვალებზე ხელი მქონდა აფარებული.

საბერძნეთთან მატჩის დროს, პენალტები რომ დაინიშნა, გარეთ გავედი და ვლოცულობდი, ვერ ვუყურე. ხალხი რომ გამოვიდა, მათ ვკითხე, რა ქნეს მოიგეს-მეთქი და კი, მოვიგეთო“, – იხსენებს ბუდუ ზივზივაძის დედა „ტვ პირველის“ ეთერში.

ბუდუს მშობლებიი❤️🥰 მადლობა თქვენ ასეთი შვილის აღზრდისთვის🥰🥰 🎥 tv pirveli • ტელეკომპანია პირველი

Posted by ბუდუ ზივზივაძე • Budu Zivzivadze on შაბათი, 30 მარტი, 2024

ვიდეო: ,,მამა 4 გოლს გაიტანს” – ბუდუ ზივზივაძის უსაყვარლესი შვილის, შაის დღევანდელი მატჩის პროგნოზი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები