ეთერი ილურიძეს და გურამ ბოჭორიშვილს ერთმანეთი 2000 წლიდან უყვართ, 70 წლის ქალი და 83 წლის მამაკაცი საერთო საქმეს აკეთებენ – ისინი მეეზოვეები არიან.
ისინი თავიანთ სიყვარულის ისტორიაზე „იმედის დილის“ სიუჟეტში საუბრობენ.
ეთერი ილურიძე: „დილით 5 საათზე ვიწყებთ მუშაობას, მიჩვეულები ვართ..“
გურამ ბოჭორიშვილი: „უკეთესია, რომ იმოძრაო, საქმესაც გააკეთებ და ჯანმრთელობასაც შეინახავ..“
ეთერი ილურიძე: „2000 წლიდან ერთად ვართ.. მარტო ვცხოვრობდი, მოვიდა ჩემთან და რომ ვუთხარი წადი მეთქი, არა უნდა დავრჩეო, ღამე იყო 5 საათი და ვეღარ გავაგდე [იცინის].“
გურამ ბოჭორიშვილი: „რომ მიყვარს იმიტომაც ვართ ერთად, გავხდით ცოლ-ქმარი, შვილებსაც გაუხარდათ.“
ეთერი ილურიძე: „სამსახურის მერე ხან ტელევიზორს ვუყურებთ, ხან კარტს ვთამაშობთ, ხან გაზეთებს ვკითხულობთ.. ცალ-ცალკე ვერ ვძლებთ..“
გურამ ბოჭორიშვილი: „ყველაზე მეტად გვსურს რომ ჯანმრთელად ვიყოთ, კარგად და ტკბილად ერთად.“