ბრიტანელი მძღოლი და მისი თანამგზავრი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მათ ჩვეულებრივ გზაზე 323 კმ/სთ სიჩქარით იარეს. თანაც, კანონდარღვევის დამადასტურებელი მასალა ექსტრემალებმა თავადვე გადაიღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს.
კადრები გამოქვეყნებისთანავე ვირუსული გახდა და სოც–ქსელების მომხმარებლები გაოცებული დატოვა. ვიდეოში კარგად ჩანს, თუ რა სწრაფად გადაადგილდება AUDI RS6, ავტომობილი დაშვებულ სიჩქარეს სამჯერ მაინც აჭარბებს.
კადრებმა პოლიციის ყურადღება მალევე მიიპყრო, გამოძიება დაიწყო და დამნაშავე მძღოლი საკმაოდ ადვილად იპოვეს. დაპატიმრებულია ასევე ორი ეჭვმიტანილი, რომლებსაც ინციდენტთან გარკვეული კავშირი აქვთ.
https://www.unilad.co.uk/news/two-arrested-after-driver-films-themselves-going-201mph-on-m23-in-audi-rs6/