LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბრავო, უაღრესად ნიჭიერი დოდონა აღმოჩენაა, ლევანი განუმეორებელი!“ – დოდონა ნამორაძისა და ლევან შენგელიას მუსიკალური პაროდიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

238
BeFunky-collage (25)

დოდონა ნამორაძისა და ლევან შენგელიას მუსიკალური პაროდიას დიდი გამოხმაურება აქვს. მუსიკოსებმა ამჯერადაც შეძლეს მუსიკალური ნიჭის ეფექტურად დემონსტრირება და საზოგადოების აღფრთოვანება. მუსიკალურ ნომერს სოციალურ ქსელში უამრავი დადებითი შეფასება აქვს.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი სიმღერის „იაგუნდი“ ვერსიამ, რომელიც თავდაპირველად ძველ ქართულ  მულტიპლიკაციურ ფილმში „შაქრო და ზაქრო“ გაჟღერდა, მსმენელი წარსულში დააბრუნა.

„როგორ მიყვარს, წარსულში დამაბრუნა“, „ბრავო! უაღრესად ნიჭიერი დოდონა აღმოჩენაა პირდაპირი გაგებით! ლევან შენგელია ხომ განუმეორებელია!“, „უფლისგან ბოძებული ნიჭი გაქვთ“, „შენგელია – ადამიანი ორკესტრი“, – უწერენ კომენტარებში.

ვიდეო სოციალურ ქსელში გია ბაღაშვილმა გამოაქვეყნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები