LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Boston Dynamics ახალ რობოტს ქმნის

40
page

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Boston Dynamics რობოტი, სახელად Stretch წარადგინა.  ის საწყობებში ყუთების გადასაზიდად შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ Stretch კომპანიის სხვა ცნობილი რობოტებისგან საკმაოდ განსხვავდება. ის ვიზუალურად ადამიანს სულაც არ ჰგავს. მისი დიზაინი მაქსიმალურ პრაქტიკულობაზეა გათვლილი.  ის კამერებითა და სენსორებითაა აღჭურვილი.

Stretch-ის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია. კომერციული მიზნით მისი ფართო წარმოება კი 2022 წლიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები