ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ „ბორატი 2“ – ის გადაღებები უკვე დასრულდა. საშა ბარონ კოენი კიდევ უფრო სახალისო თავგადასავლებით ბრუნდება. ცნობილი გახდა, რომ მეორე ნაწილის სათაური კიდევ უფრო ამბიციური, კომიკური და საოცრად გრძელია. ის ასე ჟღერს: „ბორატი – პორნომაიმუნის საჩუქარი ვიცე-პრეზიდენტ მიხაელ პენსს ყაზახეთის ახლახან დასუსტებული ერის სასარგებლოდ“. აღსანიშნავია, რომ ფილმის მეორე ნაწილში აქცენტი კორონავირუსის პანდემიაზე იქნება, ამავდროულად კი დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპშტეინის მეგობრობასაც შეეხება.
ინტერნეტში ფილმის თიზერიც გავრცელდა, გარდა ამისა, უკვე ცნობილია ფილმის გამოსვლის თარიღიც, პრემიერა 23 ოქტომბერს შედგება. უახლოეს დღეებში კი „ამაზონი“ ფილმის სრულფასოვან ტრეილერს გამოაქვეყნებს.