ფინელმა ბლოგერმა და Youtube–არხის Hydraulic Press Channel–ის ავტორმა უცნაური ექსპერიმენტი ჩაატარა. მან გადაწყვიტა, რომ ასტრონავტებისთვის პიცა გაეგზავნა და ამისთვის დინამიტი გამოიყენა. აფეთქებული მანქანა ჰაერში აიწია, თუმცა მიზნამდე ძალიან ბევრი დააკლდა.
ყველაზე კოსმოსური ექსპერიმენტის ჩასატარებლად შუა ტყე შეირჩა და ბლოგერმა მიწაში 70 კგ დინამიტი ჩამარხა. ასაფეთქებელს ზემოდან ავტომობილი დაამაგრა და მას ვერტიკალური მიმართულება მისცა.
თუმცა, აფეთქების შემდეგ ავტომობილი ჰაერშიც კი არ აფრენილა, უბრალოდ რამდენიმე ნაწილად დაშლილი სხვადასხვა მხარეს გადავარდა.