ბიონსეს შოკის მომგვრელად მასშტაბური ტურნე, Renaissance გრძელდება. 41 წლის არტისტმა დაუვიწყარი შოუ ამჯერად პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაში ჩაატარა. მომღერალმა პერფორმანსის დროს 5 „ლუქი“ მოირგო და ხუთივე ერთმანეთზე შთამბეჭდავი გახლდათ.
ჰაერში დაკიდებულ დეკორატიულ ცხენზე ამხედრებული ბიონსეს ზურმუხტისფერი კაბა ეცვა. შემდეგი „ლუქი“ გახლდათ კაბა, ვერცხლისფერი წვიმის ეფექტით. ბიონსემ აგრეთვე მოირგო კაბა-ნიჟარა. განსაკუთრებული ეფექტი კი მან შავი, მრგვალი ვერცხლისფერი თვლებით მორთული კომბინეზონით მოახდინა, რომელსაც მან დიდი ზომის ქუდი შეუხამა.
მოგვიანებით არტისტმა თვალისმომჭრელი ფოტოები და ვიდეოები 313 მილიონ „ინსტაგრამ“ გამომწერს გაუზიარა.
ბიონსეს თვალწარმტაცი „ლუქები“ ტურნედან – ვარსკვლავი ფოტოების სერიას ავრცელებს
ცნობისთვის, Renaissance-ის მასშტაბებზე ჯერ კიდევ ტურნეს დაწყებამდე დაიწყო საუბარი. „ფორბსის“ ცნობით, ის 2,2 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს. ბიონსეს სასტარტო კონცერტმა სტოკჰოლმში, შვედეთში ინფლაციის დონეზეც კი იმოქმედა.