LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბიონსემ ახალი ვიზუალური ალბომის ტრეილერი წარადგინა, სადაც 8 წლის ბლუ აივი მონაწილეობს

99
safe-image

ბიონსემ ახალი ვიზუალური ალბომის, Black Is King ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ნამუშევარში ბიონსესა და ჯეი ზის 8 წლის ქალიშვილი ბლუ აივი მონაწილეობს.

არტისტი  პროექტზე 1 წლის განმავლობაში მუშაობდა და სცენარის ავტორისა და პროდიუსერის როლებიც მოირგო. ალბომში ჯეი ზი,  ფარელ უილიამსი, კენდრიკ ლამარი და სხვა ვარსკვლავებიც მონაწილოებენ. ვიზუალურ ალბომში შავკანიანთა ისტორიისა და აფრიკული ტრადიციების შესახებაა მოთხრობილი.

„2020 წლის მოვლენები, კამპანია – Black Lives Matter – ეს არის ისტორია ადამიანების შესახებ, რომლებიც გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, თუმცა საოცრად დიდი ისტორია და ტალანტები აქვთ“, – წერს არტისტი.

ალბომის პრემიერა დღეს, 31 ივლისს, Disney+-ზე შედგება.

https://www.youtube.com/watch?v=DQA5oa78iYA&feature=emb_title

შეგახსენებთ, 2 თვის წინ პოპ-ვარსკვლავმა, მოკლულ ფლოიდს სიმღერა მიუძღვნა. Black Parade (შავი დემონსტრაცია), ასე ჰქვია კომპოზიციას, რომელშიც ბიონსე, ფლოიდის მკვლელობას ეხმაურება. „ასწიეთ მუშტები ზემოთ, აჩვენეთ შავი სიყვარული, საჭიროა მშვიდობა  ჩემი ხალხისთვის“ – ნათქვამია სიმღერაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები