LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბიძინა კულუმბეგოვის 15-დღიანი დიეტა, რომელიც არაჩვეულებრივ შედეგს მოგცემთ

2682
ბიძინა

ბიძინა კულუმბეგოვი „ჯანმრთელობის ფორმულაში“ გვასწავლის 15-დღიან დიეტას, რომელიც კარგ შედეგს გარანტირებულად მოგვცემს და არც ჯანმრთელობისთვის იქნება საზიანო:

„მე შევეცდები, გასწავლოთ 15-დღიანი პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ყველანი კმაყოფილი დარჩებით. ეს არის ინტერვალური შიმშილის მეთოდი, როდესაც ერთი დღის განმავლობაში 16-საათიან შიმშილს ვაწესებთ. აუცილებელია, რომ იმ რვა საათში, როდესაც ვიკვებებით, ცილის რაოდენობა იყოს არაუმეტეს 25 გრამისა დღის განმავლობაში. ეს დაახლოებით 4 კვერცხს შეესაბამება. შესაძლებელია ბოსტნეულის მირთმევაც, წვნიანების მირთმევა, მაგრამ ცილის რაოდენობა უნდა იყოს შეზღუდული. 16-საათიანი შიმშილის შემთხვევაში მეორე დღეს ჩვეულებრივ ვიკვებებით. ვთქვათ, ორშაბათს ჩვეულებრივ ვიკვებებით, სამშაბათს ვიცავთ 16-საათიან ინტერვალურ შიმშილს, ოთხშაბათს ისევ ჩვეულებრივ ვიკვებებით. ეს არის დღეგამოშვებითი ინტერვალური შიმშილი. 15 დღის შემდგომ გექნებათ არაჩვეულებრივი შედეგი, ამაში თქვენ თვითონ დარწმუნდებით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები