ცოლის მკვლელი კაცები და გულგრილი საზოგადოება – ვინ არის დამნაშავე საზარელ მკვლელობებში – ამ საკითხზე იმსჯელეს „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი“ მოწვეულმა სტუმრებმა.
ერთ-ერთი მათგანი იყო, ტელეწამყვანი გვანცა დარასელია, რომელმაც ქალთა მიმართ ჩადენილ ძალადობაზე საუბრისას ემოციები ვერ შეიკავა.
“ძალიან ბევრი უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ მე რომ ბიჭი მეზრდება და 10 წლის რომ არის.
10 წლის კი არა, 5 წლის რომ არის მაშინ უნდა ვასწავლო ის კი არა – როგორ თქვას სადღეგრძელო ქალის. ქალის მიმღებლობა ისე უნდა ვასწავლო, რომ თვითონ მოუნდეს სადღეგრძელო თქვას ქალზე ისე, როგორც სინამდვილეში სცემს პატივს”, – თქვა ტელეწამყვანმა.